საზოგადოებასაქართველო

ქუთაისში სამი მოსწავლე მეორე სართულიდან გადმოხტა, ერთ მათგანს ფეხი დაუზიანდა

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან სამი მოსწავლე გადმოხტა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამი მეათეკლასელი მეორე სართულის ფანჯრიდან იმის გამო გადმოხტა, რომ ისინი მასწავლებელმა გაკვეთილიდან არ გაათავისუფლა.

ერთმა მოზარდმა ფეხი დაიზიანა. ის სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ირაკლი გოგინავას თქმით, მოზარდი წვივის ძვლების დაზიანებით შეიყვანეს კლინიკაში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სკოლის დირექტორი გამორიცხავს რაიმე დაპირისპირებას თანაკლასელებსა და პედაგოგს შორის. ის დაშავებულ მოზარდს დადებითად ახასიათებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close