მედიცინამსოფლიოიტალიასაზოგადოება

იტალიაში, მსოფლიოში პირველად, პაციენტს დონორის ხერხემლის 4 მალა გადაუნერგეს

77 წლის მამაკაცს ხერხემლის 4 მალა გადაუნერგეს. უნიკალური ოპერაცია 6 სექტემბერს ჩატარდა ბოლონიაში, რიცოლის ორთოპედიულ ინსტიტუტში. ქირურგებმა გამოიყენეს ადამიანის ხერხემლის მალები ემილია რომანიის რეგიონის დონორთა ძვალ-კუნთოვანი ქსოვილების ბანკიდან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პაციენტი, რომელსაც ძვლის იშვიათი სიმსივნე – ხორდომა ჰქონდა, კლინიკიდან უკვე გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.

ექიმთა გუნდს ხერხემლის ქირურგიის განყოფილების გამგე ალესანდრო გასბარინი ხელმძღვანელობდა. ამრიგად, ოპერაცია ახალ საზღვარს ხსნის ონკოლოგიაში, რადგან აქამდე, ხერხემლის მალების შეცვლის აუცილებლობისას, ქირურგები ნახშირბადის, ტიტანის ან 3D პრინტერის მიერ რეკონსტრუირებულ პროთეზებს იყენებდნენ.

ექიმებმა პაციენტს წელის მიდამოში სიმსივნისგან დაზიანებული მალები ამოუღეს და მათ ნაცვლად დონორის 4 მალა „ჩაუსვეს“.

77 წლის მამაკაცის რეაბილიტაცია კარგად წარიმართა. „იგი გაწერეს მას შემდეგ, რაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, – განმარტა გასბარინიმ. ოპერაციის შემდგომი კონტროლის 15-დღიანი პერიოდის შემდეგ პაციენტი სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს ფიზიოთერაპიისთვის, სადაც, გასბარინის თქმით, „ისევ დააყენეს ფეხზე და ახლა მას შეუძლია მაქიმალურად ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close