ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

საქართველოს სამეფო ოჯახის წევრმა პრემიუმკლასის ღვინის წარმოება დაიწყო

„პრინცი იოანე ბაგრატიონი“ – ამ სახელწოდების ახალი ბრენდის პრეზენტაცია გაიმართა მეღვინეობა „შილდაში“. საქართველოს სამეფო ოჯახის წევრის, პრინც იოანე ბაგრატიონის ინიციატივით, შეიქმნა რამდენიმე სახეობის ღვინო, რომლებიც ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს წარუდგინეს.

ღვინო სახელწოდებით „7“ – სწორედ ბრენდის ახალი კოლექციიდანაა, რამდენიმე ჯიშის ყურძენს აერთიანებს და განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა.

პრემიუმკლასის ღვინის წარმოებით, პრინცი იოანე ბაგრატიონი აპირებს, გაამდიდროს ღვინის წარმოება და თავისი წვლილი შეიტანოს ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან კულტურაში.

ბაგ­რა­ტი­ონ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სა­მე­ფო დინასტიაა მსოფლიოში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამეფო ოჯახს მრავალი წლის განმავლობაში შეჰქონდა უმნიშვნელოვანესი წვლილი ქართული ღვინის წარმოებასა და მეღვინეობის განვითარებაში.

სა­მე­ფო ოჯა­ხის იძუ­ლე­ბი­თი ემიგ­რა­ცი­ის გამო პრინ­ცი იო­ა­ნე ესპანეთში, ქალაქ მადრიდში დაიბადა და გაიზარდა. 2014 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა.

გასული წლის ივნისში პრინ­ცმა ხუან იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნმა და მისმა რჩე­უ­ლმა, ცნო­ბი­ლმა მოდელმა ქრისტინე ძი­ძი­გუ­რმა სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში ჯვარი დაიწერეს.

ჯვრისწერამდე ქარ­თვე­ლი პრინ­ცი და ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ოთხი წე­ლი იყვნენ ერთად. სამოქალაქო ქორ­წი­ლი მათ ეს­პა­ნეთ­ში, ქა­ლაქ რონ­და­ში გა­და­ი­ხა­დეს.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close