იტალიელი დიეტოლოგები ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს გვიმხელენ
იტალიელმა დიეტოლოგებმა იტალიელების ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილეს. მათი თქმით, იტალიელთა დღეგრძელობას დიდწილად მათი კვების რაციონი განაპირობებს, რომელიც მდიდარია ცილებით, ფოლიუმის მჟავათი, ანტიოქსიდანტებით და A და ვიტამინებით. ამის შესახებ ინფორმაციას LECCO NOTIZIE ავრცელებს.
იტალიელი დიეტოლოგები ორგანიზმისთვის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად გვირჩევენ, კვების რაციონში ყოველდღიურად ჩავრთოთ რძის პროდუქტები, სალათის ფურცლები, მწვანილი, დილით კი გრეიპფრუტის წვენი მივირთვათ.
საქმე ისაა, რომ დილით მიღებული წითელი გრეიპფრუტის წვენი და ერთი მუჭა თხილეული ორგანიზმს C ვიტამინით, Omega 3-ით, კალციუმით, ანტიოქსიდანტებით და მინერალური მარილებით ამარაგებს. იტალიელი დიეტოლოგები, აგრეთვე, გვირჩევენ, რომ კვების რაციონში ჩვენი სხეულის ერთ კილოგრამ მასაზე დღიურად 1.1 გრამი ცილა ჩავრთოთ (მაგ., თუ 60 კგ-ს იწონით, ყოველდღიურად 66 გ ცილა უნდა მიიღოთ). ეს საშუალებას მოგვცემს, საკმარისი კუნთოვანი მასა შევინარჩუნოთ.
როგორც ცნობილია, იტალია სიცოცხლის ხანგრძლივობით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოშიც: ამ ქვეყანაში სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა 82,6 წელია, მათგან კაცების მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბადებისას 80 წელი და 6 თვეა, ქალებისა კი – თითქმის 85 წელი.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები