fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

კალიფორნია იქნება ამერიკის პირველი შტატი, სადაც ცხოველის ბეწვის წარმოება და გაყიდვა აიკრძალება

კალიფორნია ამერიკის პირველი შტატი გახდება, სადაც ცხოველის ბეწვის წარმოება და გაყიდვა აიკრძალება. კერძოდ, 2023 წლიდან კალიფორნიაში ბეწვისგან ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან ჩანთების დამზადება და გაყიდვა აღარ იქნება შესაძლებელი.

„კალიფორნია არის ლიდერი ცხოველების უფლებების დაცვის მხრივ და დღეს ამ ლიდერობაში შევა ბეწვის გაყიდვის აკრძალვაც“, – განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა გეივინ ნიუსომმა.

აკრძალვა არ ვრცელდება ტყავზე, ასევე, ცხოველების ფიტულებზე. კანონის დარღვევა 500 დოლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორებითი შემთხვევისას კი ჯარიმა ორმაგდება.

ამას გარდა, კალიფორნიის გუბერნატორმა გეივინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საცირკო წარმოდგენებში ცხოველების გამოყენებას კრძალავს. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ ძაღლებზე, კატებსა და ცხენებზე.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close