პოლიტიკაnewsსაქართველო

სან-ფრანცისკოსა (აშშ) და ბარიში (იტალია) საქართველოს საკონსულოები გაიხსნება

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს საკონსულო დაწესებულება გაიხსნება. ამის შესახებ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შესაბამისი ოფისის მოძიება უკვე მიმდინარეობს.

„ბარიში ძალიან დიდია ჩვენი თანამოქალაქეების კონცენტრაცია და არის უმწვავესი პრობლემა და საჭიროება, რომ ჩვენი საკონსულო სერვისები მათ მივაწოდოთ“, – აღნიშნა ნინუამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წელს გენერალური საკონსულოს გახსნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან-ფრანცისკოშიც იგეგმება.

წლის ბოლოს საქართველოს საელჩო გაიხსნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რაც შეეხება საქართველოს საელჩოს ვიეტნამში, მისი გახსნა მომავალი წლის დასაწყისამდე გადაიდო.

2020 წელს საქართველოს საელჩო შესაძლოა, აგრეთვე, დასავლეთ აფრიკაში – სენეგალში ან განაში გაიხსნას.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close