ცნობილმა ამერიკელმა დიპლომატმა ქართველ ჟურნალისტზე ჯვარი დაიწერა

აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრიანაში კურტ ვოლკერმა ქართველ ჟურნალისტზე – ია მეურნიშვილზე ჯვარი დაიწერა.

ქორწინების ცერემონია აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გაიმართა. სწორედ ამ ტაძარში იმართება ხოლმე მთავარი საშობაო წირვა.

ვაშინგტონის ეროვნული საკათედრო ტაძარი. ფოტო ვიკიპედიიდან.

„წარმოუდგენლად ბედნიერები ვართ, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ და ასე გაგვიმართლა, რომ ერთმანეთს სიყვარულსა და ბედნიერებას გავუზიარებთ, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს! ეს იყო საოცარი საღამო, აღსავსე სიყვარულითა და სავსე მხარდაჭერით ჩვენი ძვირფასი მეგობრებისგან კურტის მშობლიური ქალაქიდან, ჰათბოროდან (პენსილვანიის შტატი), ჩემი მშობლიური საქართველოდან, ასევე, ბევრი სხვადასხვა ადგილიდან ამერიკას და კანადას შორის“, – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ია მეურნიშვილი.

ია მეურნიშვილი „ამერიკის ხმაში“ მუშაობს მთავარი რედაქტორის მოადგილედ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები