9 წლის ვირტუოზი, რომელსაც ქართველი მოცარტი უწოდეს – ცოტნე ზედგინიძე (ვიდეო)

ცოტნე ზედგინიძე ჯერ მხოლოდ 9 წლისაა და უკვე რამდენიმე მუსიკალური კომპოზიციის ავტორია. იგი 4 წლის იყო, როცა ფორტეპიანოზე სერიოზული ნაწარმოებების შესრულება დაიწყო.
ცოტნეს მამა და ბებია ზრდიან, რადგან დედა ადრე გარდაეცვალა. ბებია, ნინო მამრაძე მუსიკოსია, რომელიც ბიჭუნას მუსიკალურ განვითარებაზეც ზრუნავს. აღსანიშნავია, რომ პატარა კომპოზიტორი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ლოტბარისა და მომღერლის, ნიკო სულხანიშვილის შთამომავალია.
კომენტარები