ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე თაღლითობის ბრალდებით წარდგება. ამის შესახებ DEUTSCHEWELLE წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 64 წლის პოლიტიკოსს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსებისას თაღლითობაში ადანაშაულებენ. სარკოზიმ წინასაარჩევნო კამპანიაში ყალბი ინვოისების გამოყენებით 43 მილიონი ევრო დახარჯა, რაც კანონით დაწესებულ ლიმიტს ორჯერ აღემატება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სარკოზის ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება, ამასთან, მას 3 750 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
სარკოზი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდა. სასამართლო პროცესის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა. 2018 წელს სარკოზი პასიურ კორუფციასა და 2007 წლის საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებაში ოფიციალურად დაადანაშაულეს და სახლში გაუშვეს.
imedinews.ge
კომენტარები