ეკონომიკასაზოგადოებასაზოგადოებასაბერძნეთისაქართველო

მიიღეთ თანხა ბინის შესაძენად, გასარემონტებლად ან სხვა მიზნებისთვის

მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ინტელიექსპრესის იპოთეკური სესხების სერვისით. აღნიშნული სერვისის გამოყენებით შესაძლებელია ბინის ყიდვა, გარემონტება, ასევე, სხვა ბანკში ან კერძო პირთან აღებული სესხის გადაფარვა ან თანხის მიღება სამომხმარებლო მიზნებისთვის.

 

რა არის ინტელიექსპრესის იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხი არის კრედიტი, რომლის აღებაც შეუძლიათ ქართველ ემიგრანტებს ან მათი ოჯახის წევრებს. სესხის გაცემა ხდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებული უძრავი ქონების უზრუნველყოფით. იპოთეკური სესხი გაიცემა ლარში და მას იღებს მომხმარებლის მინდობილი პირი საქართველოში ან თვითონ თანხის გამომგზავნი, ემიგრანტი, თუ ის სესხის გაცემის დროს საქართველოშია.

რა შემთხვევაში შეიძლება აიღო იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხი შეიძლება აიღო, თუ გინდა სახლის ყიდვა, მაგრამ არ გაქვს საკმარისი თანხა ან გაქვს სახლი, მაგრამ გინდა მისი გარემონტება ან ავეჯის შეძენა. სესხი გაიცემა სამომხმარებლო მიზნებითაც და შეგიძლია იმ შემთხვევაშიც მიიღო, როცა სახლი დაგირავებულია, ჩადებულია კერო კრედიტორთან (ე.წ. მევახშესთან) ან, უბრალოდ, თანხა გჭირდება.

როგორ ავიღოთ იპოთეკური სესხი?

სესხის ასაღებად საჭიროა:

ინტელიექსპრესის ან სხვა ბანკის საშუალებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში სისტემატურად რიცხავდეთ ან გერიცხებოდეთ ფულადი გზავნილები.

შეავსოთ ფორმა შემდეგ ბმულზე http://bit.ly/2lDoOCR ან განაცხადი ჩვენს ოფისში. აუცილებელია სწორად მიუთითოთ მონაცემები და მოთხოვნილი თანხის ოდენობა.

წარმოადგინოთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

საქართველოში გყავდეთ მინდობილი პირი, რომელიც მიიღებს თანხას გენერალური მინდობილობის საფუძველზე ან სესხის გაცემის მომენტისთვის თავად იყოთ საქართველოში (ინტელექსპრესი, საქართველოში ჩასვლის გარეშე, მინდობილობის ელექტრონულად გაკეთებაშიც დაგეხმარებათ).

საქართველოს რომელ ქალაქებში არსებული ბინების უზრუნველყოფით ხდება სესხის მიღება?

იპოთეკური სესხის მიღება შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში არსებული ბინების უზრუნველყოფით: თბილისი, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, ფოთი, ბათუმი, ქობულეთი (ასევე, საზღვაო ზოლის სხვადასხვა ქალაქი), ბაკურიანი და გუდაური.

რომელ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სერვისით სარგებლობა?

იპოთეკური სესხის მიღება შეუძლიათ იტალიაში, საბერძნეთში, კვიპროსში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში მყოფ ადამიანებს. მათ შეუძლიათ განაცხადი ინტერნეტის საშუალებით შეავსონ, შემდეგ კი ხელშეკრულების გასაფორმებლად და სერვისით სარგებლობისთვის მიაკითხონ აღნიშნულ ქვეყნებში არსებულ ინტელ ექსპრესის ოფისებს.

შეიძლება ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყანაში მყოფმა ემიგრანტებმა ისარგებლონ ამ სერვისით?

დიახ, შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში სესხი უნდა დაუმტკიცდეს იმ ადამიანს, რომელსაც ისინი თანხას საქართველოში უგზავნიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

იტალია: +39 0809995576

საბერძნეთი: +30 6992497900

დიდი ბრიტანეთი: +44 2030340125

კვიპროსი: +357 24021636

საქართველო: +995 32 2492525

WhatsApp: +995 32 2492525

(R)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close