fbpx
კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

დააკავეს კაცი, რომელიც მსახიობ ეკა ჩხეიძეს ქორწინებას აიძულებდა

მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებულ 56 წლის უჩა მიშველიძეს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.

პროკურორის თქმით, დაკავებული უჩა მიშველიძე 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას დაჟინებით სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

28 სექტემბერს, დღის საათებში, ბრალდებული კვლავ დახვდა ეკა ჩხეიძეს საცხოვრებელ სახლთან და პნევმატური იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც ჩხეიძემ 112-ში დარეკა. მიშველიძე ადგილზე დააკავეს. ის ბრალს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close