მიგრაციამსოფლიოპოლიტიკაnewsდასაქმება

საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთსა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

უწყების ცნობით, აღნიშნულ შეთანხმებას ხელი საქართელოს მხრიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ბულგარეთის რესპუბლიკის მხრიდან შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ბისერ პეტკოვმა მოაწერეს.

ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ, 6 თვის ვადაში, მხარეები მუშაობას ბულგარეთსა და საქართველოს შორის დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტის მომზადებაზე გააგრძელებენ. აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას შექმნის.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close