მსოფლიოnewsსაზოგადოება

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

სტამბოლში მიწისძვრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სტამბოლში 30-მდე განმეორებითი ბიძგი აღინიშნა.

26 სექტემბერს ქალაქში 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველი მიწისძვრა დილის 10:32 საათზე მოხდა, რასაც შუა დღის 13:59 საათზე 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო.

სტამბოლის მერიაში აცხადებენ, რომ დაწყებითი და საშუალო სკოლები დროებით დაიხურა. მიწისძვრამ სტამბოლის ავჩილარის რაიონში მეჩეთის მინარეთის ნაწილი ჩამოანგრია. რამდენიმე შენობა დაზიანდა სულთანგაზის და ეიუპის რაიონებში.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close