მსოფლიოიტალიასაზოგადოებასპორტი

იტალიაში ყველაზე ძვირი ფეხბურთელების სია შეადგინეს

იტალიურმა ვებგვერდმა „პლეირეიტინგსმა“ (PLAYRATINGS) შეადგინა ალგორითმი, რომელმაც გამოთვალა, რა სატრანსფერო ღირებულება ექნებოდათ ძველი ეპოქის ფეხბურთელებს თანამედროვე ბაზარზე. ამ რეიტინგის ავტორებმა შეადგინეს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული რვა ფეხბურთელის სია:

1. რონალდო (ბრაზილია) – 383 მლნ

2. დიეგო მარადონა (არგენტინა) – 345 მლნ

3. კრისტიან ვიერი (იტალია) – 334 მლნ

4. მიშელ პლატინი (საფრანგეთი) – 334 მლნ

5. მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია) – 292 მლნ

6. გაბრიელ ბატისტუტა (არგენტინა) – 281 მლნ

7. გონსალო იგუაინი (არგენტინა) – 264 მლნ

8. ნეიმარი (ბრაზილია) – 222 მლნ

სატრანსფერო ღირებულების დათვლისას PlayRatings-ის ავტორებმა გამოიყენეს შემდეგი მონაცემები: ტრანსფერის თანხა, რა ფასადაც ესა თუ ის ფეხბურთელი გაიყიდა; გატანილი გოლების რაოდენობა და ასაკი გადასვლის მომენტში. სწორედ ამ მიზეზით არ არის რეიტინგში ლიონელ მესი – არგენტინელს მთელი კარიერა „ბარსელონაში“ აქვს გატარებული.

დღეისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენიდან“ – იგი 200 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ისტორიაში ყველაზე ძვირი ტრანსფერი იყო ნეიმარის „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა 222 მილიონ ევროდ.

1tv.ge/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close