fbpx
იტალიასაზოგადოებასპორტი

იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი – სიმულაცია რასიზმზე დიდი პრობლემაა

იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი აზრით, იტალიურ ფეხბურთში სიმულაცია უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე რასიზმი.

„ფანები, რომლებიც დასცინიან შავკანიან მოთამაშეებს, არ არიან მართლები. ეს არ არის სწორი სიტუაცია. მაგრამ კიდევ უფრო მეტად არასწორია, როცა სპორტსმენი, რომელიც სამ მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მეტოქის საჯარიმოში „ლამაზად“ ეცემა და შემდეგ სიხარულით ურტყამს პენალტს“, – მოჰყავს მალაგოს სიტყვები „ფუტბოლ იტალიას“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მეოთხე ტურში „ატალანტასა“ და „ფიორენტინას“ შეხვედრა შეწყდა ტრიბუნებიდან რასისტული რეპლიკების გამო. რასისტული შეტევების მსხვერპლი გახდა „ფიორენტინას“ მცველი დალბერტი.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close