კრიმინალიმიგრაციამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

ბილბაოში ბრაზილიელი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილები დააკავეს, მათ შორის ერთი ქართველია

ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ ბილბაოში 25 წლის ბრაზილიელი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი ქართველია.

ესპანელი ჟურნალისტები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ქალი ჩხუბის შემდეგ ქუჩაში გაცნობილ მამაკაცთან ბინაში ასვლას დათანხმდა.

როგორც დაზარალებული ჰყვება, სასმელში „თეთრი ფერის ფხვნილი გაურიეს, რის გამოც მან წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგა“.

გამოძიების ცნობით, გონების დაკარგვამდე ქალი ძმას დაუკავშირდა. სწორედ ასე მოხერხდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა.

პოლიციამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილები. მათ შორის ერთი ქართველი, ორი ალჟირელი და ერთი ესპანელია. ექსპერტიზამ დაზარალებული გოგონას სისხლში მოძალადეების ბიოლოგიური კვალი დაადასტურა.

qartuliazri.reportiori.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close