საბერძნეთის პოლიციამ თვითმფრინავის გამტაცებელი 34 წლის შემდეგ დააკავა
საბერძნეთის პოლიციამ 1985 წელს TRANS WORLD AIRLNES-ის თვითმფრინავის გატაცებისთვის ძებნილი 65 წლის ლიბანელი დააკავა. ამის შესახებ გამოცემა THE HUFFINGTON POST-ი წერს.
ბოროტმოქმედი 19 სექტემბერს კუნძულ მიკონოსზე (კიკლადის არქიპელაგის კუნძული ეგეოსის ზღვაში) დააკავეს. მას ბრალი ედება 1985-1987 წლებში სამგზავრო თვითმფრინავების გატაცებაში. მოსამართლემ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამჟამად მზადდება დაკავებულის გერმანიაში ექსტრადირება.
ავიაკომპანია Trans World Airlines-ის „ბოინგი“, რომელიც ათენიდან რომში მიფრინავდა, ტერორისტებმა 1985 წლის 14 ივნისს გაიტაცეს და პილოტებს ბეირუთში გაფრენა უბრძანეს. გამტაცებლებმა ისრაელისა და ლიბანის ციხეებიდან პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. 17 დღის განმავლობაში მათ თვითმფრინავის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები მძევლად ჰყავდათ. თვითმფრინავის გატაცების დროს ერთი ამერიკელი სამხედრო გარდაიცვალა.
თვითმფრინავის კიდევ ერთი გამტაცებელი მოჰამედ ალ-ჰამადი გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში 1987 წელს დააკავეს. სასამართლომ მას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა 2005 წელს იგი შეიწყალეს.
imedinews.ge
კომენტარები