9 წამით ადრე! გენო პეტრიაშვილი სამგზის მსოფლიო ჩემპიონია! (ვიდეო)

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავისუფალ სტილში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელიც 125 კგ  წონით კატეგორიაში გამოდის, ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა.

თავდაპირველად თურქი სპორტსმენი 4:0-ს იგებდა, თუმცა პეტრიაშვილმა ჩამორჩენა აღმოფხვრა და შეხვედრის მიწურულს გამარჯვება მოიპოვა. გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, პირველ შეხვედრაში პეტრიაშვილმა კოსოვოელი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, მეოთხედფინალში სირიელ სპორტსმენს სძლია, ნახევარფინალში კი უკრაინელ ხოციანივსკისს შანსი არ დაუტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ პეტრიაშვილმა რამდენიმე თვის წინ ოპერაცია გაიკეთა, მან მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა.

დღეს 92 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი მწითურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

crystalsport.ge

კომენტარები