ქუთაისში კაცი ახალგაზრდა ქალის სახლში შეიჭრა და მისი გაუპატიურება სცადა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალს, გაუპატიურების მიზნით, მამაკაცი დაესხა თავს.

შემთხვევა ხარებავას ქუჩაზე მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი ბინაში გაზის კომპანიის თანამშრომლის სახელით შევიდა. 21 წლის გოგონა სახლში მარტო იმყოფებოდა.

„ქალბატონმა მოასწრო 112-ში დარეკვა და ინციდენტის ადგილზე უსწრაფესად გამოცხადდნენ ქალაქის პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლები. ვიდრე ეს მოხდებოდა, საშინელი ხმაური ისმოდა და სანამ გამოვერკვიეთ, რა ხდებოდა, პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ. როგორც ვიცით, მამაკაცმა ქალბატონის გაუპატიურება სცადეს, სხვას ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ხარებავას ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

დაკავებულია 1 მამაკაცი. გამოძიება კი გრძელდება. აღნიშნული დანაშაული 6-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები