მსოფლიოქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ამერიკაში 42 წლის ქართველი მეცნიერი მოკლეს

MEDRONIC-ის მეცნიერ-გამომგონებელი, რომელიც ივლისში მინეაპოლისის ცენტრში ნაცემი იპოვეს, მიღებული ტრავმების გამო რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

42 წლის ალექსანდრე სამბელაშვილი 23 აგვისტოს გარდაიცვალა, თუმცა ცნობა ამის შესახებ მოგვიანებით გავრცელდა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილია 28 წლის ერიკ კრავჩუკი, რომელიც გასულ ხუთშაბათს დააკავეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ალექსანდრე სამბელაშვილი 28 ივლისს ღამით იპოვეს მე-5 ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში. სამართალდამცავების თქმით, იგი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას თავის ტრავმაზე მკურნალობდნენ.

რა მოტივით დაესხა თავს კრავჩუკი სამბელაშვილს, უცნობია, როგორც გამოძიება ვიდეოკამერების ჩანაწერებზე დაყრდნობით აცხადებს, სამბელაშვილი კლუბში ადგილობრივი დროით 1:30-ზე შედის და კრავჩუკისკენ მიემართება, რაიმე კამათი ან კონფლიქტი არ ჩანს; როდესაც ის კრავჩუკს უახლოვდება, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მას თავში თავით ძლიერად ურტყამს, რის გამოც სამბელაშვილი გონებას კარგავს, უკან ეცემა და თავს ამჯერად იატაკზეც არტყამს. მიღებული მძიმე ტრავმების გამო სამბელაშვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იყო.

წარმოშობით ქართველი ალექსანდრე სამბელაშვილი მინესოტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ბიოსამედიცინო ინჟინერიაში კი დოქტორის ხარისხი მან ოჰაიოს Case Western Reserve University-ში მიიღო. იგი 17 რეცენზირებული სტატიის ავტორია და შეტანილი აქვს 25-ზე მეტი პატენტი. ასევე მან შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც „გახდა საკვანძო ფუნქცია გულის რიტმის თერაპიისთვის Medtronic-ის პროდუქტებში და გულის უკმარისობის მქონე ასეულობით ათას პაციენტს სრულფასოვან ცხოვრებაში დაეხმარა“, – ნათვამია ონლაინ-ნეკროლოგში.

ალექსანდრე სამბელაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

იმ შემთხვევაში, თუ კრავჩუკს ბრალი დაუმტკიცდება, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

newposts.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close