მიგრაციამსოფლიოიტალიამიგრაციაპოლიტიკა

ახალმა მთავრობამ იტალიის პორტში მიგრანტებით სავსე გემი შეუშვა

იტალიის ახალმა მთავრობამ ლამპედუზას პორტში მიგრანტებით სავსე გემი შეუშვა. ფრანგული ჰუმანიტარული ორგანიზაციის გემზე 82 აფრიკელი მიგრანტი იმყოფებოდა, რომლებიც გასულ კვირაში ლიბიის სანაპიროსთან გადაარჩინეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუიჯი დი მაიოს განმარტებით, იტალიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა პირობა დადეს, რომ ჰუმანიტარული გემის ბორტზე მყოფ მიგრანტებს მიიღებენ.

იტალიის ახალი მთავრობა პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მეთაურობით თავისი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად 10 სექტემბერს შეუდგა და პირველივე დღეებში გააკეთა განცხადება, რომ არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით წინა მთავრობის მკაცრ პოლიტიკას შეარბილებს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close