კრიმინალიპოლიტიკასაბერძნეთი
საბერძნეთი: აფეთქება მმართველი პარტიის ოფისთან
ათენში, საბერძნეთის მმართველი პარტიის, „ახალი დემოკრატიის“ ოფისთან ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ხელისუფლების ცნობით, მოწყობილობა გაზის სამი ავზისგან იყო დამზადებული. ის „ახალი დემოკრატიის“ ოფისთან, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე დილის 03:45 საათზე აფეთქდა, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სახანძრო სამსახურის მოსვლამდე ჩააქრეს.
ინციდენტი 12 სექტემბერს მოხდა. შედეგად მატერიალური ზარალი მიადგა ქონებას, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მომხდარს პოლიცია იძიებს.
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მათ ასეთი თავდასხმებით ვერ შეაშინებენ.
კომენტარები