საზოგადოებაქართველები უცხოეთშიკულტურასაქართველო

„ფულს ვერ ვიშოვით, ამიტომ სოფომ გადაწყვიტა, თავი მოიკლას, იმეცადინოს და ისევ ჩააბაროს გამოცდა“

სოფო ბათილაშვილი ამერიკიდან დაბრუნდა და მეცადინეობას შეუდგა. ნიჭიერი მომღერალი ბოსტონში, ბერკლის საზაფხულო სკოლაში სასწავლებლად იმყოფებოდა, იქ ყოფნის რამდენიმე კვირა საუკეთესოდ გამოიყენა და კოლეჯის მისაღები გამოცდები ჩააბარა, ჩაირიცხა და 100-ათასდოლარიანი დაფინანსება მიიღო.

ეს არის 4 წელზე გადანაწილებული, დაახლოებით 40-პროცენტიანი დაფინანსება. ვინაიდან სოფოს სურს ასპროცენტიანი დაფინანსება მიიღოს, გამოცდა უნდა გადააბაროს. ამ შანსის ხელიდან გაშვება რომ არ უნდა, სწორედ ამიტომ მეცადინეობს ახლა და როგორც მარინა ბერიძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებითა და სოლფეჯიოთია დაკავებული.

მარინა ბერიძე: „ჩვენ ბერკლიში სწავლების შესავსებ ფულს ვერ ვიშოვით, ამიტომ სოფომ გადაწყვიტა, თავი მოიკლას, იმეცადინოს და ისევ ჩააბაროს გამოცდა, რომ 100-პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვოს. კონსულტაცია გაიარა ბერკლის კურსდამთავრებულ პაპუნა შარიქაძესთან. მანაც ურჩია, რომ ისევ ჩააბაროს. შემდეგი გამოცდა ნოემბერშია, მე მგონი – მადრიდში. თუ მოიპოვებს 100-პროცენტიან დაფინანასებას, მომავალი წლის სექტემბრიდან ბერკილიში სწავლას შეუდგება“.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close