ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ამერიკული ფილმი გახდა

ამერიკელი კინორეჟისორის, ტოდ ფილიპსის ფილმმა „ჯოკერმა“ ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს ლომი მოიპოვა. პრემიის მიღებისას ფილიპსმა მადლობა გადაუხადა მთავარი როლის შემსრულებელ ხოაკინ ფენიქსს, ურომლისოდაც, მისი თქმით, ფილმი საერთოდ არ იარსებებდა.
ხოაკინ ფენიქსი

ფილმში მოქმედება 80-იანი წლების გოთემში ხდება, მისი მთავარი გმირი არტურ ფლეკია, წარუმატებელი კომიკოსი, წასულში მოკრძალებული და თავმდაბალი ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშიში, სასტიკი დამნაშავე ხდება. მის როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.

ფილმის სიუჟეტი ალან მურის და ბრაიან ბოლანდის გრაფიკულ ნოველას – Batman: The Killing Joke-ს ეფუძნება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები