„მარიხუანა სინამდვილეში მძიმე ნარკოტიკია, ის მეხსიერებასა და პოტენციაზე საშინლად მოქმედებს“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ „აზროვნების აკადემიაში“ მარიხუანის მოხმარების უკიდურესად მძიმე შედეგებზე ისაუბრა:
„ამბობენ, რომ მარიხუანა ძალიან უსაფრთხოა, საყვარელია და განვითარების საშუალებაა. სინამდვილეში ეს გახლავთ ძალიან მძიმე ნარკოტიკი ხანგრძლივ მოქმედებით. ერთი შეხედვით ის შეიძლება ვიღაცისთვის უსაფრთხო იყოს, მაგრამ მის შემადგენლობაშია ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ეს არის შხამი და მას აქვს ძალიან დიდი განფენა თავის ტვინზე. მეტიც, ოპიატებს ბევრად ნაკლები აქვთ განფენა ტეტრაჰიდროკანაბინოლთან შედარებით. ეს იწვევს გუგების საშინლად გაფართოებას. ზოგადად, გუგა ფართოვდება დიდი შიშის დროს, მაგრამ მარიხუანის მიღებისას ის ფართოვდება ძალიან არაბუნებრივად. პრაქტიკულად, იშლება მეხსიერება, აღარ ახსოვთ არც ბავშვობა და არც არაფერი. ეს არის წრეში მოხვედრილი არსება, რომელიც ვეღარ გამოდის ამ წრიდან. ქცევის კონტროლი თავის ტვინში არის შუბლის წილთან ახლოს, ის ჩვენი ქცევის მუხრუჭია და ის ადამიანს ძალიან სჭირდება. მარიხუანის დროს ეგ მოშლილი გაქვს და პიროვნება არ ხარ, ჩამოშლილი ხარ და შველასაც არ ითხოვ.
ყველაზე მთავარი, უკრიტიკობაა. შენ ხარ ავადო, გეუბნება და მე ვარ კარგადო, ვერ აცნობიერებს, სანამ ფორთხვას არ დაიწყებს. თვლის, რომ მშვენივრად არის. მეხსიერების გარდა, მარიხუანა პოტენციაზე საშინლად მოქმედებს, ასევე,კოორდინაციაზე, სიამოვნებაზე, მადლიერებაზე და რეალურად სურათს იგივეს იღებს.
მაგალითად, ფსიქოზი პირველივე მარიხუანის მოწევაზე მანიფესტირდება, ასეთ ადამიანებს ჩარჩენილებს ეძახიან და ბევრი გინახავთ, რომ აი მოწია და ასე დარჩა. დღე არ გავა, რომ ვიღაცა არ დავაწვინოთ ან ფსიქიატრიულში ან ნარკოლოგიურში.
რაც შეეხება სამედიცინო მარიხუანას, კანაბისი, როგორც მედიკამენტი, დარეგისტრირებული არ არის, ისრაელში მას იყენებენ ეპილეფსიის ან სიმსივნის დროს. მეტიც, სიმსივნის დროს მორფსაც იყენებენ, მაგრამ ის გაბუნდოვანებას იწვევს და ტკივილგამაყუჩებელია და არა სამკურნალო. ისრაელშიც მას უწერენ 50 ან 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მკაცრი ჩვენება. ეს არის ძალიან დიდი ლობი ნარკობიზნესის, რომლებსაც უნდათ, რომ კანაბისი გახადონ სამკურნალო საშუალება“.
კომენტარები