მსოფლიოტექნოლოგიებისაზოგადოება

ილონ მასკს მარსზე ატომური ბომბების ჩაყრა სურს

„სფეის იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელს, ილონ მასკს სურს მარსზე ბირთვული ბომბები ჩაყაროს, რათა წითელი პლანეტა ადამიანთა საცხოვრებლად ვარგისი გახდეს. ამ გეგმის შესახებ მასკის ბოლო ტვიტი მიუთითებს.

ილონ მასკს სჯერა, რომ ბირთვული იარაღით დარტყმა მარსის პოლარული ყინულის ქუდებს გაადნობს და ატმოსფეროში გამოუშვებს დიდი ოდენობით ნახშირორჟანგს, რის შედეგადაც წარმოიქმნება სათბურის ეფექტი, რაც, თავის მხრივ, პლანეტაზე გაზრდის ტემპერატურას და ჰაერის წნევას – ანუ მასკს მარსზე კლიმატის სწრაფად შეცვლა უნდა.

ასეთ ვარიანტს მასკი უკვე წლებია განიხილავს, ამას აღნიშნავდა 2015 წელს ერთ-ერთ ინტერვიუშიც.

2017 წელს ჟურნალ New Space-ში მასკმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღწერდა, როგორ შეუძლიათ ადამიანებს საუკუნეზე ნაკლებ დროში მარსზე ააშენონ მილიონიანი კოლონია.

მიუხედავად იმისა, რომ მის ამ იდეას სულ უფრო მეტი მომხრე უჩნდება, მასკმა მოგვიანებით „ტვიტერზე“ დაწერა, რომ წინა პოსტში გულისხმობდა მაისურს წარწერით „ Nuke Mars!“.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close