ბერლინის ზოოპარკის ბინადარმა პანდამ ტყუპი გააჩინა – პანდის მშობიარობის უნიკალური კადრები

გერმანიაში, ბერლინის ზოოპარკში მცხოვრებ პანდას, სახელად მენგ მენგს, ტყუპი გაუჩნდა. ამ ინფორმაციას DEUTSCHE WELLE ავრცელებს. საქმე ის არის, რომ თითქმის ყოველთვის პანდებს მხოლოდ ერთი ნაშიერი ჰყავთ, ტყუპი პანდის გაჩენის შემთხვევა კი ამ საუკუნეში პირველად დაფიქსირდა.

„მენგ მენგი დედა გახდა, თანაც ორგზის! გახარებულები და გაკვირვებულები ვართ!“ – წერია ბერლინის ზოოპარკის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აქვეა ვიდეოც, რომელიც პანდების დაბადების პროცესს ასახავს.

ცხოველები თავს კარგად გრძნობენ. პანდები ერთი საათის შუალედით გაჩნდნენ.

ერთ-ერთმა ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ მკითხველს სთხოვა, პანდებისთვის სახელი შეერჩიათ.

გამოკითხვის ლიდერი მკითხველის მიერ შერჩეული ვერსია – ჰონგი და კონგი გახდა. მკითხველი მიიჩნევს, რომ პანდებს ჰონგი და კონგი უნდა დაარქვან, რადგან ქალაქი ჰონგ კონგიც ახლა გადარჩენისთვის იბრძვის.

პანდები ორშაბათს დაიბადნენ, მათი დედაა გიგანტური პანდა მენგმენგი, რომელიც გერმანიაში 2017 წელს, 15-წლიანი შეთანხმებით ჩაიყვანეს. შეთანხმების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ახალშობილები დედის გარეშე შეძლებენ ცხოვრებას, მათ ჩინეთში ჩაიყვანენ.

კომენტარები