კიბო ბოლო სტადიაზე დამარცხდება! – საუკუნის ახალი ექსპერიმენტი: პრეპარატის 5-წლიანმა გამოცდამ წარმატებით ჩაიარა

ჯონ ჰოპკინსის სახელობის კიბოს ცენტრის იმუნოთერაპიის ონკოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფის მიერ პრეპარატ ნივოლუმაბის (ანტი-PD-1) გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. კლინიკური კვლევა ეხებოდა კიბოს ისეთ პროგრესირებად სახეობებს, რომლებიც დღემდე ცნობილი იყო, რომ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა – კერძოდ, მელანომა, თირკმლის და ფილტვის კიბო.

კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია MedicalXpress-ის პრესრელიზშია მოცემული.

კვლევაში 270 ადამიანი მონაწილეობდა. მათზე პრეპარატ ნივოლუმაბის ხუთწლიანმა გამოცდამ დაადასტურა, რომ პაციენტების გადარჩენის კოეფიციენტი ბევრად მაღალია, ვიდრე ეს იყო 2008 წლამდე არსებული კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ტრადიციული მეთოდების დროს, როგორიცაა: ქიმიოთერაპია, ბიოთერაპია, ანტიანოგენური თერაპიები და სხვა კლინიკური საშუალებები.

ნივოლუმაბით მკურნალობის შედეგები, შედარებისთვის, ასეთია: თუკი ტრადიციული მკურნალობის დროს მეოთხე სტადიის მელანომით დაავდებულთა 5% იყო გადარჩენილი, ხოლო ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 6%, ნივოლუმაბით ჩატარებული ექსპერიმენტული მკურნალობის პირობებში მელანომის მეოთხე სტადიის პაციენტთა 34,2% გადარჩა, თირკმლის კიბოთი დაავადებულების – 27.7%, ხოლო ფილტვის კიბოთი დაავადებულების – 15,6%.

„Nivolumab-ი იმუნურ რეაქციებს ააქტიურებს. მართალია, ჩვენ გვინდა რომ იმუნური რეაქციები მხოლოდ კიბოს უჯრედებისკენ იყოს მიმართული, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში გვაქვს გვერდითი ეფექტები – ჩვეულებრივი ქსოვილების საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციებსაც ვაწყდებით, – განაცხადა იმუნოთერაპიის ინსტიტუტისა და კლინიკური კვლევების მთავარმა სპეციალისტმა, კიბოს მკვლევარმა, პროფესორმა ჯული ბრამერმა. – ჩვენი კვლევების საფუძველზე, მინდა დავარწმუნო ჩვენი პაციენტები, რომ თუ მათ გვერდითი ეფექტები განუვითარდებათ, ეს მათ უკეთეს რეაქციამდე და გრძელვადიან დადებით შედეგებამდე მიიყვანს. რეალური პრობლემა ისაა, შევძლებთ თუ არა მკურნალობის ისეთი მეთოდების შემუშავებას, რომლებიც ამ გვერდით ეფექტებს მართავს და ისინი უარყოფითად არ იმოქმედებენ სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციებზე“.

newposts.ge

კომენტარები