მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიებისაზოგადოება

ნიუ-იორკში ვირთხებს ალკოჰოლში ჩაახრჩობენ – ქალაქის მერიამ ახალი სახის ხაფანგი წარადგინა (ვიდეო)

ნიუ-იორკის მთავრობამ ვირთხებთან ბრძოლის ახალი მეთოდი წარადგინა, –  ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ახალი სახის ხაფანგი შექმნეს. მღრღნელს მასზე განთავსებული საკვები იზიდავს, შემდეგ კი ვირთხა ალკოჰოლის შემცველი სითხით ავსებულ აუზში ვარდება, გონებას კარგავს და იხრჩობა.

თითო ასეთ მოწყობილობას 80-მდე ვირთხის დატევა შეუძლია.

ნიუ-იორკი აშშ-ის იმ ქალაქებს შორის არის, სადაც ვირთხები მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენენ. ქალაქის მერიამ მათთან ბრძოლის არაერთი მეთოდი გამოცადა, მაგრამ ხანგრძლივი შედეგი ვერცერთმა მოიტანა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close