ისტორიამოგზაურობამსოფლიოსაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

ფერეიდნელი ქართველები საქართველოში ფეხით მოდიან

სამი ფერეიდნელი ქართველი – შაჰრამ ონიკაძე, ომის (ამირან) გოგონანი  და ისმაილ რაჰიმი – ირანიდან საქართველოში ფეხით მოდის. kvira.ge-ს ინფორმაციით, ისინი საქართველოსკენ 11 აგვისტოს დაიძრნენ და „წითელ ხიდზე“, საქართველოს საზღვართან, 10 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩამოვლენ. ფერეიდნელი ქართველები თბილისში  12 სექტემბერს აპირებენ შემოსვლას. აქცია ეძღვნება დიდგორობას. ისინი ამბობენ, რომ წინაპრების გზას იმეორებენ და 1400 კილომეტრი უნდა გამოიარონ.

მათთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იგეგმება. ფერეიდნელი ქართველები თავიანთი ემოციების შესახებ ჟურნალისტების წინაშეც ისაუბრებენ.

2004 წელს ფერეიდნიდან საქართველოში ჩამოვიდნენ ძმები – არია და შაჰინ ხოსროშვილები. მათაც წინაპრების ისტორიული გზა გაიმეორეს.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ–ერთ რეგიონში მცხოვრები ქართველების წინაპრები დაახლოებით ოთხასი წლის წინ გადაუსახლებიათ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: ერწო-თიანეთიდან, კახეთ-ქიზიყისა და დღევანდელი საინგილოს ტერიტორიიდან. გარდა ფერეიდნის რეგიონისა, ქართველები ჩაასახლეს ირანის სხვადასხვა კუთხეში (ხორასანი, მაზანდარანი, ქურთისტანი, ლურისტანი), თუმცა ფერეიდნელთა გარდა ქართული ყველას დავიწყებული აქვს.

ქართველთა ისტორიაში ფერეიდნელი ქართველები უნიკალური მოვლენაა, რადგან მათ 400 წლის მანძილზე შეინარჩუნეს საკუთარი ეთნიკური, ეროვნული მეობა, რაც შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა: ტყვე ქართველები დაასახლეს კომპაქტურად, რამდენიმე ათეულ სოფლად, ისინი დიდი ხნის განმავლობაში მტკიცედ იცავდნენ ეთნიკური ენდოგამიის წესს (არც მამაკაცები ირთავდნენ არაქართველ ქალებს და არც ქალებს ათხოვებდნენ არაქართველებზე); – ქართველობა დასახლდა ფერეიდანის მთიანეთში, რამაც ხელი შეუწყო მათი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close