საზოგადოებასაქართველო
მე-60 საყოველთაო ნათლობისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საყოველთაო ნათლობის მე-60 ეტაპისთვის რეგისტრაცია იწყება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 9 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, 12:00-დან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
- მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
- მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
- შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
- მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;
- ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.
საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571
კომენტარები