პოლიტიკაnewsსაბერძნეთი
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს აკრიტიკებს
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი თურქეთს აკრიტიკებს.
ბერძენი დიპლომატის თქმით, თურქეთი რეგიონში არსებულ სიმშვიდეს არღვევს, თუმცა საბერძნეთი არ აპირებს ოფიციალურ ანკარას ანალოგიური გზებით უპასუხოს.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებებმა ფოტო გაავრცელეს, სადაც თურქეთის პრეზიდენტი რუკის წინ დგას, რომელზეც ეგეოსის ზღვის თითქმის ნახევარი და კრეტის აღმოსავლეთ სანაპირომდე თურქეთის ტერიტორიად არის მონიშნული.
„ქვეყნების საზღვრები განისაზღვრება არა რომელიღაც სამინისტროს დახატული რუკით, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმებით“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1tv.ge
კომენტარები