პოლიტიკასაზოგადოებაnewsსაქართველო

საქართველო დიდი სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში

ქართულ მედიაში მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ვერსიები ბოლო ერთი თვეა ვრცელდება.

სხვადასხვა მედიასაშუალება, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

აგრეთვე, სხვა ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილება მოქმედი ინფრასტრუქტურის მინისტრის და ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაც.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ხვალ, 2 სექტემბერს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება პროცედურას: პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. ამასთან, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close