მიგრაციაპოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს

2016 წელს სირიაში მიმდინარე დაპირისპირების გამო ათასობით ადამიანი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოხვედრას საბერძნეთის გავლით ცდილობდა. ამასთანავე, მიგრანტების დიდ ნაწილს დროებითი თავშესაფარი საბერძნეთში მისცეს, სადაც ისინი მძიმე პირობებში იმყოფებიან.

საბერძნეთის საიმიგრაციო პოლიტიკის მინისტრის, დიმიტრის ვიტსასის თქმით, საბერძნეთს ყოველწლიურად შეუძლია განიხილოს მაქსიმუმ 20 ათასი მოთხოვნა, თუმცა 2018 წელს საბერძნეთისგან თავშესაფრის მიღებას 60 ათასამდე განმცხადებელი ითხოვდა. ვიტსასმა უკუაგდო მოსაზრება, რომ საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები არაეფექტიანად მუშაობენ და დასძინა, რომ „საბერძნეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს“, თუმცა არსებული ვითარება ქვეყნის შესაძლებლობებს აჭარბებს. მან ბრიუსელი ასევე დაადანაშაულა, რომ ევროკავშირმა საბერძნეთი მარტო, პირისპირ დატოვა პრობლემის წინაშე.

საბერძნეთი მიგრანტთა რაოდენობის შესამცირებლად სასაზღვრო კონტროლს და დეპორტაციის პოლიტიკას გაამკაცრებს, – ამ ინფორმაციას საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც კუნძულ ლესბოსზე 547 არალეგალი მიგრანტი ჩავიდა. 2016 წლის შემდეგ ეს დიდი რაოდენობით მიგრანტების ერთ დღეში მიღების მე-2 შემთხვევაა.

ამიერიდან საბერძნეთი სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო გაამკაცრებს და მიგრანტებისათვის ქვეყნის საზღვის გადაკვეთა უფრო რთული იქნება.

ამასთანავე, ქვეყანაში დაჩქარდება მიგრანტებისათვის თავშესაფრის მინიჭების პროცესი და საბერძნეთის ხელისუფლება შეეცდება ისინი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადაანაწილოს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close