კრიმინალირას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველო

მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი კონდიციონერი 40 წლის კაცს თავზე დაეცა

40 წლის მამაკაცს, რომელიც ტროტუარზე მიდიოდა, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან გადმოვარდნილი კონდიციონერი დაეცა. შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გავრცელებული ინფირმაციით, კონდიციონერი მყარად დამონტაჟებული არ იყო, რის გამოც სპეციალისტები მის დემონტაჟს ახორციელებდნენ და ამ დროს ის მოულოდნელად ჩამოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რომელიც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვია.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close