საზოგადოებასაზოგადოებასაბერძნეთისაქართველოსპორტი

18 წლის რატი ანდრონიკაშვილმა ბერძნულ „იონიკოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა (ვიდეო)

„პოპსპორტის“ მიერ ათიოდე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ქართველი კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ბერძნულ „იონიკოსში“ (IONIKOS NIKAIAS) გააგრძელებს.

18 წლის რატი ანდრონიკაშვილმა, რომელსაც უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, ბერძნულ გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნიკაიელებმა გასულ სეზონში ქვეყნის მე-2 ლიგაში პირველობა არავის დაუთმეს და ახლა ელიტაში თამაში მოუწევთ, ამდენად, შემადგენლობის გაძლიერებით არიან დაკავებულნი.

ქართველის ტრანსფერამდე, „იონიკოსმა“ უკრაინის ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი სტივენ ბარტი, საბერძნეთის ნაკრების ექსმოთამაშეები – სოფოკლის შორცანიტისი და ლუკას მავროკეფალიდისი, ასევე ჰოლანდიის ეროვნული გუნდის წევრი როელანდ შაფტენაარი შეიმატა.

ვიდეო: რატი ანდრონიკაშვილის საუკეთესო მომენტები.

შეგახსენებთ, რომ რატიმ გასული სეზონი ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში გაატარა, სადაც „მირაფლორესის“ ღირსებას იცავდა. ქართველ უკანახაზელს აშშ-ის სტუდენტურ ლიგაში გადასვლის შანსიც ჰქონდა, თუმცა საბერძნეთის უმაღლესლიგელი გუნდი არჩია, სადაც პროფესიონალ კალათბურთელებთან მოუწევს თამაში.

„იონიკოსი“ ახალი სეზონის სასტარტო მატჩს 28 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც შინაურ კედლებში ლავრიოს დაუხვდება.

popsport.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close