განქორწინება ძველბერძნულად: რა უფლებები ჰქონდა ქმარს და რა – ცოლს

როგორც ჩანს, განქორწინება ძველ საბერძნეთშიც აქტუალური იყო, ამასთან, განქორწინება შეეძლო  მოეთხოვა როგორც ქმარს, ისე ცოლს.

თუ ქმარი განქორწინებას მოისურვებდა, მას ცოლისთვის უნდა დებრუნებინა მზითვი, რომელიც მისი ცოლად მოყვანის დროს მიიღო და ცოლი ფინანსურად უზრუნველეყო განქორწინებიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში.

თუ წყვილს ბავშვები ჰყავდა, ქმარი მათ თავის ცოლთან ანუ ბავშვების დედასთან ტოვებდა, ხოლო თუ ახალ ცოლს მოიყვანდა, მასთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა ეკრძალებოდა, სანამ მისი ყოფილი ცოლიც ხელმეორედ არ გათხოვდებოდა.

თუ განქორწინების ინიციატორი  ცოლი იყო, მას სანდო მტკიცებულებებით უნდა დაემტკიცებინა ადგილობრივი უხუცესისთვის, რომ განქორწინებისთვის სერიოზული მიზეზები ჰქონდა.  ყველაზე სერიოზული მიზეზი, რომელსაც უხუცესი ყოველთვის იღებდა, მეუღლის მატერიალური ხელმოკლეობა იყო, რის გამოც ის ოჯახს ვერ უზრუნველყოფდა.

აგრეთვე, კანონდებლობაში Σολώνειο Νομοθεσία ნათქვამია, რომ გაყრა მიიღებოდა იმ შემთხვევაში, თუ ქმარი თავის ცოლთან სარეცელს არ იყოფდა, სულ ცოტა, თვეში სამჯერ მაინც. კანონმდებლობა მამაკაცს ქმრის მოვალეობის შესრულებისგან თვეში ერთი კვირა ათავისუფლებდა, ცოლის კრიტიკულ დღეებთან დაკავშირებით.

გაყრის მიზეზი, აგრეთვე, შეიძლებოდა გამხდარიყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასეთ შემთხვევაში სახლი რჩებოდა ცოლს მანამ, სანამ იგი მეორედ არ გათხოვდებოდა.

იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ყოფილ ქმარს საცხოვრებლის მფლობელობის უფლება მიენიჭა და მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ყოფილი  ცოლისთვის ახალი პარტნიორი მოეძებნა.

ძველბერძნული საზოგადოება, ბევრი თვალსაზრისით, უფრო თანამედროვე და გაცილებით წინწასული იყო, ვიდრე ჩვენი დროის საზოგადოება.

წყარო: rua.gr

კომენტარები