დღის თემაიტალიაპოლიტიკა

იტალიაში ვადამდელი არჩევნები არ იქნება – სამთავრობო კრიზისი ახალი კოალიციური მთავრობის შექმნით გადაიჭრება

იტალიის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, ყოფილმა (და მომავალმა) პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ იტალიის სახელმწიფოს ფორმალური მეთაურისგან, პრეზიდენტ სერჯო მატარელასგან მიიღო მანდატი ახალი მთავრობის ფორმირებისთვის. ამის თაობაზე თავად ჯუზეპე კონტემ განუცხადა ჟურნალისტბებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ხუთშაბათს, 29 აგვისტოს.

ახალ სამთავრობო კოალიციაში ნიკოლა ძინგარეტის ლიბერალური დემოკრატიული პარტია და ლუიჯი დი მაიოს „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ ერთიანდებიან, რომლებსაც მოქმედ პარლამენტში ერთად 50%-ზე ცოტა მეტი მანდატი აქვთ.

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ 27 და 28 აგვისტოს განმეორებითი შეხვედრები გამართა ყველა ძირითადი პარტიის ლიდერებთან. პროცედურის თანახმად, რომელსაც იტალიის კანონდებლობა განსაზღვრავს, სწორედ პრეზიდენტმა უნდა აირჩიოს სამთავრობო კრიზისიდან გამოსვლის 3 გზიდან ერთ-ერთი: პირველი – ვადამდელი არჩევნები, მეორე – მოქმედი პარლამენტის შემადგენლობიდან ახალი კოალიციის ფორმირება, მესამე – ე. წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა, რომელიც ქვეყნისთვის აუცილებელ საფინანსო-ეკონომიკურ დოკუმენტებს დაამტკიცებს, მაგრამ არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

როგორც ცნობილია, მატეო სალვინის „ლიგამ“ კოალიციის დაშლა გამოაცხადა, ვადამდელი არჩევნები მოითხოვა და ეს გადაწყვეტილება „5 ვარსკვლავის მოძრაობასთან“ რამდენიმე საკითხზე განსხვავებული შეხედულებებით ახსნა. სალვინის ოპონენტები კი დარწმუნებულნი არიან, რომ „ლიგას“ ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა – მთელი ძალაუფლება თვითონ აეღო ხელში და არჩევნები ჩაეტარებინა იმ პერიოდში, როდესაც პარტიის რეიტინგი 40%-მდე გაიზარდა.

მოვლენები კი სხვა სცენარით განვითარდა – „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიასთან შეთანხმებას მიაღწია და ამ ორი პარტიის კოალიციური მთავრობის შექმნის გადაწყვეტილება სერჯო მატარელამ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. აღსანიშნავია, რომ „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ლიბერლებს ერთი პირობა წაუყენა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი ისეც ჯუზეპე კონტემ დაიკავოს. საქმე ისაა, რომ მართალია კონტე უპარტიოა, ის მაინც „5 ვარსკვლავის მოძრაობასთან“ ასოცირდება; საინტერესო ფაქტი: გამოკითხვის შედეგად გამოჩნდა, რომ პარტიის  ამომრჩევლების 2/3 „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერად ჯუზეპე კონტეს ისურვებდა.

კონტეს ნდობა გამოუცხადეს როგორც ევროპელმა ლიდერებმა, ისე აშშ-ის პრეზიდნტმა დონალდ ტრამპმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ მთავრობაში ლუიჯი დი მაიოს სალვინის პოსტის დაკავება სურს – ანუ ვიცე-პრემიერობის გარდა იგი შესაძლოა შს მინისტრადაც მოგვევლინოს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close