მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ბანგლადეშში ქალებს ქორწინებისას ქალწულობის შესახებ ინფორმაციის მითითება აღარ მოუწევთ

ბანგლადეშში ქალებს ქორწინებისას ქალწულობის შესახებ ინფორმაციის მითითება აღარ მოუწევთ. „ბიბისის“ ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

გადაწყვეტილების თანახმად, ქორწინების სარეგისტრაციო ფორმაში აღარ იქნება გრაფა, სადაც ქალებს უნდა მოენიშნათ, არიან თუ არა ქალწულები. ამის ნაცვლად გრაფაში ჩაიწერება „გაუთხოვარი“.

ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, სარეგისტრაციო ფორმაში დარჩება გრაფა „ქვრივი“ და გრაფა „განქორწინებული“.

ქალთა უფლებების დამცველები ბანგლადეშის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ. მათი თქმით, სარეგისტრაციო ფორმაში ქალწულობის შესახებ ინფორმაციის მითითება ქალებისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

ამასთან ერთად, ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამიერიდან ოჯახური მდგომარეობის შესახებ ბლანკის შევსება მამაკაცებსაც მოუწევთ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close