მსოფლიო რაგბიმ მამუკა გორგოძე სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

მსოფლიო რაგბიმ (WORLD RUGBAY) იმ 15 საუკეთესო მორაგბისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომლებსაც მსოფლიო თასი არ აქვთ მოგებული. გუნდში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძეც მოხვდა მე-8 ნომრად.

სიმბოლურ ნაკრებში მამუკა გორგოძე მეორე დონის სარაგბო ქვეყნებიდან ერთადერთი წარმომადგენელია. გუნდში ისეთი ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორებიც არიან: ჯონა ლომუ, შეინ უილიამსი, ბრაიან ო’დრისკოლი, აუგუსტინ პიშო და სხვები.

შეგახსენებთ, რომ მამუკა გორგოძე „ბორჯღალოსნების“ ღირსებას 2003-17 წლებში იცავდა. იგი რაგბის 2007, 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასზე მონაწილეობდა.

იხილეთ სიმბოლური გუნდი:

წყარო: popsport.com

კომენტარები