fbpx
მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

ნეაპოლის ციხიდან ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველი პატიმარი, თანაც უცხოელი, გაიქცა (ვიდეო)

იტალიელი სამართალდამცველები პოლონეთის მოქალაქეს ეძებენ, რომელიც 25 აგვისტოს ნეაპოლის პოჯორეალეს ციხიდან გაიქცა.

პატიმრის ფოტოსურათი ნეაპოლის პოლიციის სამმართველომ Twitter-ზე გამოაქვეყნა. რობერტ ლისოვსკი პოლიციამ 2018 წლის 5 დეკემბერს დააკავა ნეაპოლში უკრაინის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით. 32 წლის პოლონელმა საპატიმროს ერთმანეთზე გადაბმული ზეწრებისგან დამზადებული თოკის მეშვეობით დააღწია თავი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ბოლო 100 წლის განმავლობაში ნეაპოლის ციხიდან გაქცევის პირველი წარმატებული შემთხვევაა. სამართალდამცველები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ლისოვსკი ძალიან საშიშია და პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. მათი ინფორმაციით, გაქცეული პატიმრის სიმაღლეა 1,80 მეტრი, იგი გამხადარი აღნაგობისაა, ღია ყავისფერი შეთხელებული თმებით; გაქცევისას ჰქონდა წვერი და კოჭლობდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close