კინო/ფილმებიმსოფლიოკულტურასაზოგადოება

„ფორსაჟის“ მსახიობი დუეინ ჯონსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა

„ფორბსის“ მონაცემებით, დუეინ ჯონსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. ჟურნალის ინფორმაციით, ჯონსონმა შარშან 89,4 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ამასთან, შემოსავალში ითვლება როგორც მსახიობის მიერ სხვადასხვა ფილმში შესრულებული როლებისთვის მიღებული ჰონორარები, ისე ჯონსონის სხვა შემოსავლები და რეკლამიდან მიღებული თანხაც.

შარშან დუეინ ჯონსონმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „ფორსაჟი – ჰობსი და შოუ“, ასევე იყო რამდენიმე კინოსურათის პროდიუსერიც.

სანამ საქართველოში „ფორსაჟს“ იღებენ, დუეინ ჯონსონი თავის პარტნიორ ლორენ ჰაშიმანზე დაქორწინდა, რომელთანაც მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

როგორც ცნობილია, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის, „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდის გადაღება თბილისში 18 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. რაც შეეხება ბიუჯეტს, საქართველოში გადაღებებზე 32 მლ ლარი დაიხარჯება.

არსებული ინფორმაციით, „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close