მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

გერმანიაში დახურეს კარუსელი, რომელიც ძალიან ჰგავდა სვასტიკას (ვიდეო)

გერმანიის ქალაქ ლიოფინგენის (ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწა) გასართობ პარკში, ონლაინ პლატფორმა REDDIT-ზე ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, დახურეს კარუსელი, რომელიც ძალიან ჰგავდა სვასტიკას. ამის თაობაზე BERLINER MORGENPOST-ი წერს.

იტალიური წარმოების ვერტიკალურ კარუსელს, სახელწოდებით „არწივის გაფრენა“, 4-სავარძლიანი ორი ფრთა აქვს, რომლებიც „სვასტიკებზეა“ დამაგრებული. Reddit-ზე ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებამდე აკრძალულ სიმბოლოსთან მსგავსება პარკ Tatzmania-ში არ შეუმჩნევიათ. ინტერნეტმომხმარებელთა აღშფოთებული გამოხმაურებების შემდეგ პარკის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაეხურა ატრაქციონი, საკითხის ყოველგვარი განხილვის გარეშე. მათ სკანდალის თაობაზე მწარმოებელ კომპანიასაც აცნობეს.

https://www.youtube.com/watch?v=mVRwyGHZ8UI

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close