ფიდელ კასტროს ნიანგმა სტოკჰოლმში კაცი დაკბინა

სტოკჰოლმის (შვედეთი) აკვარიუმიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს დამთვალიერებელი, 70 წლის მამაკაცი, რომელიც ნიანგმა დაკბინა.

BBC-ს ცნობით, ნიანგი კუბის ყოფილი ლიდერს ფიდელ კასტროს ეკუთვნოდა, რომელმაც ის, მეორე კუბურ ნიანგთან ერთად, რუს კოსმონავტ ვლადიმერ შატალოვს 1978 წელს აჩუქა, ამ უკანასკნელმა კი ცხოველები სტოკჰოლმის აკვარიუმს 1981 წელს მიჰყიდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, სამართალდამცავების ცნობით, 70 წლის კაცმა სტოკჰოლმის აკვარიუმის დათვალიერებისას ხელი დამცავი ბარიერის იქით გადაყო და ნიანგი მყისიერად დაესხა თავს.

კომენტარები