მედიცინამსოფლიოსაზოგადოება

სანიტარიული განგაში ესპანეთში – ლისტერიოზით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ესპანეთში ლისტერიოზით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ანდალუსიის ქალაქ ვირხენ დელ როსიოს საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელმა ხოსე მიგელ სისნეროსმა განაცხადა. ამის თაობაზე სააგენტო Efe იუწყება.

მისი ინფორმაციით, ლისტერიოზის მსხვერპლი გახდა 90 წლის ქალი, ინფექციის გავრცელების წყარო კი La Mecha-ს ფირმის ხორცის რულეტი იყო. ესპანური მედიის ცნობით, ხორცის რულეტი, ძირითადად. ანდალუსიის ოლქში იყიდებოდა, თუმცა მისი მცირე პარტიები კასტილია ლა მანჩას ოლქში და კუნძულ ტენერიფეზეც გაიგზავნა.

საერთო ჯამში, ანდალუსიის ოლქში ლისტერიოზით დაავადების 80 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 56 შემთხვევაში დაავადებულების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მარია ლუისა კარსედომ მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე სანიტარiული განგაში გამოაცხადა.

ლისტერიოზი ადამიანისა და ცხოველების ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მიკროორგანიზმი ლისტერია (listeria monocytogenes) იწვევს. ინფექციის წყაროა გარეული მღრღნელები და შინაური ცხოველები. ადამიანს ლისტერიოზი გადაედება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტითა და საკვებით (თერმულად ნაკლებად დამუშავებული ხორცი, უმი რძე).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close