fbpx
საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

ტურიზმი საბერძნეთში რეკორდული ტემპით იზრდება

ტურიზმი ბერძნული ეკონომიკის ერთადერთი დარგია, რომელსაც ბოლო წლების ეკონომიკური კრიზისი არ შეხებია. პირიქით, უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი მუდმივად იზრდება და ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის წამყვან დარგად ყალიბდება.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საბერძნეთში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 35 პროცენტით გაიზარდა. გასულ წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 18 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ტურიზმის სფეროში ეკონომიკურმა ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა მაშინ, როდესაც ბერძნული ეკონომიკა მთლიანად მხოლოდ 2 პროცენტით გაიზარდა.

სადღეისოდ საბერძნეთის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 20 პროცენტს ტურიზმის შემოსავალი შეადგენს. ეს მაჩვენებელი ორჯერ უსწრებს მსოფლიოში მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის საშუალო წილს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close