მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

WSJ: პრეზიდენტი ტრამპი გრენლანდიის ყიდვითაა დაინტერესებული

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თავის მრჩევლებთან არაერთხელ განუხილავს დანიისგან გრენლანდიის შეძენის შესაძლებლობა – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა THE WALL STREET JOURNAL-ი წერს თეთრ სახლში თავის წყაროებზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, ოფიციალურ თუ დაახლოებულ წრეებთან შეხვედრებზე ტრამპი ინტერესდებოდა, შეუძლია თუ არა აშშ-ს გრენლანდია კანონიერად იყიდოს, პასუხებსაც ყურადღებით ისმენდა და ხაზს უსვამდა გრენლანდიის დიდ ბუნებრივ რესურსებს და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან მდებარეობას.

The Wall Street Journal-ის ცნობითვე, პრეზიდენტმა თეთრი სახლის იურისტებსაც მიმართა საკითხის სამართლებრივი ასპექტების შესასწავლად. გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპს ინტერესი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გაიგო, რომ დანიას თავისი ავტონომიური ოლქის – გრენლადნიის დაფინანსება გაუჭირდა. საუბარია ყოველწლიურად 591 მილიონ დოლარზე.

გამოცემის ინფორმაციით, სექტემბერში დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით კოპენჰაგენში მიემგზავრება, თუმცა დღის წესრიგში გრენლანდიის საკითხი შეტანილი არ არის.

დანიის ავტონომიურ ოლქში – გრენლანდიაში 56 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქ მდებარეობს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა.

აშშ-ს გრენლანდიის შეძენის იდეა პირველად გაუჩნდა 1867 წელს, როცა რუსეთისგან ალიასკა იყიდა. 1946 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა დანიას გრენლანდიისთვის 100 მილიონი დოლარი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close