მიგრაციამსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

მიგრაციისა და უსაფრთხოების შესახებ ახალ განკარგულებას იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა

მიგრაციისა და უსაფრთხოების შესახებ იტალიის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი განკარგულება იტალიის სენატმა დაამტკიცა. ამ დოკუმენტის საფუძველზე მიგრანტების გადამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებს 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ იმ შემთხვევაში, თუკი მათი გემები იტალიის პორტებში უნებართვოდ შევლენ.

იტალიის სენატმა განკარგულებას 160 ხმით დაუჭირა მხარი (57-ის წინააღმდეგ). ეს ფაქტი შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის გამარჯვებად გამოაცხადეს.

სალვინი მიესალმა კენჭისყრის შედეგებს და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესახებ განკარგულება ძალოვან სტრუქტურებს საშუალებას აძლევს, უფრო კარგად აკონტროლონ საზღვრები.

ახალი განკარგულების მიღებამდე ჯარიმა 50 000 ევრო იყო, ახლა კი 20-ჯერ გაიზარდა და ყოველ დარღვევაზე 1 მილიონი ევრო იქნება. დოკუმენტი ასევე საშუალებას იძლევა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, გემის კაპიტნები დააპატიმრონ და გემების კონფისკაცია მოახდინონ.

წყარო: https://www.breitbart.com/europe/2019/08/07/italy-adopts-salvini-decree-could-fine-ngo-one-million-euros/?fbclid=IwAR2h80CcxYh1_46iiezynHmNNvZwbyEp2VVcB1WVh4RNzQ4Swv3wKQY2yvw

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close