როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს – საყურადღებო რჩევები
როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის რჩევები:
თუ შენობაში ხართ
* დარჩით ადგილზე! შეძვერით მაგიდის ან სხვა ავეჯის ქვეშ და ხელები ქვემოდან მიაბჯინეთ. მოშორდით ფანჯრებს, ბუხრებს, მძიმე ავეჯსა და ხელსაწყოებს;
* მოშორდით ისეთ ნივთებს, რომლებიც შეიძლება ჩამოვარდეს – მაგალითად, ჭაღი, კედლის კარადები და ა. შ.
* სასწრაფოდ დატოვეთ სამზარეულო, რადგან შეიძლება კედელზე დაკიდებული ავეჯი ჩამოცვივდეს და დაგაზიანოთ;
* არ გავარდეთ გარეთ და კიბეებზე არ ჩახვიდეთ, სანამ ბიძგები არ შეჩერდება. კვლევების თანახმად, ადამიანების დიდი ნაწილი დაზიანებებს, ძირითადად, შენობების დატოვების დროს იღებს;
* არ ისარგებლოთ ლიფტით.
თუ ქუჩაში ხართ
* თუ ქუჩაში ხართ, ეცადეთ მოშორდეთ შენობებს, შუქნიშნებს, ელექტროგადამცემ კაბელებს; გადით შედარებით ღია, ცარიელ სივრცეში.
თუ საჭესთან ხართ
* თუ საჭესთან ხართ, შეჩერდით, მაგრამ ფრთხილად. შეეცადეთ, თქვენი მანქანა მოძრაობის ზონიდან რაც შეიძლება შორს გაიყვანოთ;
* არ გაჩერდეთ ხიდზე ან მის ქვეშ, ესტაკადების, შუქნიშნების, ხეების, განათების ბოძებისა თუ საგზაო ნიშნების ქვეშ;
* დარჩით მანქანაში ბიძგების გაჩერებამდე;
* მოძრაობის გაგრძელებამდე გაეცანით ახალ ამბებს, რათა შეიტყოთ, რაიმე დაზიანება ხომ არ მოხდა გზის იმ მონაკვეთზე, საითაც წასვლას აპირებთ.
თუ ნანგრევებში მოყევით
* არ აანთოთ ასანთი;
* არ იმოძრაოთ ან არ სცადოთ მტვრის მოშორება;
* პირზე ტანსაცმელი აიფარეთ;
* შეეხეთ მილს ან კედელს, რათა მაშველებმა ადვილად მოგაგნონ. იყვირეთ, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ამ დროს შეიძლება მავნე მტვერი გადაგეყლაპოთ.
კომენტარები