მოდა/სილამაზემსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთის პირველმა ლედიმ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცოლმა, ქვეყნის პირველმა ლედიმ, 66 წლის ბრიჯიტმა გამაახალგაზრდავებელი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ DAILY MAIL-ი წერს, ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ოპერაცია ანესთეზიით გაკეთდა და 3 საათს მიმდინარეობდა. ქირურგიული ჩარევა გართულების გარეშე დასრულდა.

ბრიჯიტ მაკრონი კლინიკაში კონსულტაციაზე ოპერაციამდე ერთი დღით ადრე მივიდა. პლასტიკური ჩარევის შემდეგ კი 2 დღე  „ვერსალში“ რეაბილიტაციისთვის დასჭირდა.

შეგახსენებთ,რომ საფრანგეთის პრეზიდენტი დაქორწინებულია ქალზე, რომელიც 25 წლით უფროსია მასზე — ბრიჯიტ მაკრონი 66 წლისაა. ემანუელი 15 წლი იყი და ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, როდესაც თავდავიწყებით შეუყვარდა საკუთარი მასწავლებელი ბრიჯიტი, 17 წლისამ კი გამოუცხადა: რაც უნდა გააკეთოთ, როგორც უნდა მარიდებდეთ თავს, მაინც მოგიყვანთ ცოლადო. არადა, ბრიჯიტი უკვე გათხოვილი იყო და სამი შვილიც ჰყავდა. 2007 წელს ბრიჯიტი ქმარს გაშორდა და ემანუელს გაჰყვა ცოლად. მაშინ ის უკვე 54 წლისა იყო. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს. ბრიჯიტის შვილები პირველი ქორწინებიდან კი ლამის ემანუელის ტოლები არიან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close